1. ვინ ვართ და რაზე ვრცელდება პირობები
ამ ვებგვერდს მართავს ქვემოთ მითითებული კომპანია. პირობები ვრცელდება ვებგვერდის გამოყენებაზე, ონლაინ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ გადახდაზე.
შპს „გობი ჰოსფითალითი“საიდენტიფიკაციო ნომერი: 405866228 (შემდგომში „GOBY”)
კომპანიის მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სოფრომ მგალობლიშვილის ქ. N 20/31
დაგვიკავშირდით: +995 595 397 010 info@gobythelist.com
2. მომსახურების არსი
მომსახურება განკუთვნილია კვების ობიექტებისა და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის. განაცხადი არის დამოუკიდებელ შეფასებაში მონაწილეობის მოთხოვნა და არ ნიშნავს კონკრეტულ ქულას ან GOBY THE LIST – THE GLOBAL STANDARD FOR AUTHENTIC GEORGIAN GASTRONOMY (შემდგომში „Goby The List“ - სასერტიფიკატო ნიშანი) გარანტირებულ მინიჭებას. შეფასების, კატეგორიების, 100-ქულიანი სისტემისა და ნიშნის გამოყენების პირობები მოცემულია სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში. ონლაინ საფასურის გადახდა სერტიფიკატს არ ანიჭებს.
3. განაცხადი და ხელშეკრულების დადასტურება
წარმოადგინეთ ზუსტი, სრული ინფორმაცია და დაადასტურეთ თქვენი უფლებამოსილება. გადახდამდე შეგიძლიათ მონაცემების შესწორება. გაეცანით საბოლოო ფასს, დებულებას, ამ პირობებს, მიწოდების, გაუქმებისა და დაბრუნების პოლიტიკას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გადახდა სრულდება ბანკის დაცულ გვერდზე; შეკვეთა დასტურდება წარმატებული გადახდის სერვერული შემოწმებითა და განაცხადის ჩანაწერით. შეინახეთ ბანკის ქვითარი. გადაუხდელი ან წარუმატებელი შეკვეთა გადახდილად არ ითვლება.
4. ფასი და ვალუტა
განაცხადის საფასურია 1.00 GEL. გადახდა ხდება ლარში. საბოლოო თანხა ნაჩვენებია გადახდამდე და ფიქსირებულია კონკრეტული გადახდისთვის. GOBY ამ თანხას მიწოდების ან ადმინისტრაციულ საფასურს არ უმატებს.
ეს არის განაცხადის ერთჯერადი გადახდა. იგი არ იწყებს ავტომატურ ყოველთვიურ ჩამოჭრას და არ ინახავს ბარათს განმეორებითი გადახდისთვის. დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული სხვა მომსახურების საფასური საჭიროებისას ცალკე განისაზღვრება და თანხმდება. განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის დასრულებიდან (თუ არ დადგინდა ხარვეზი), იწყება საშემფასებლო პროცედურა, სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ (თუ დაკმაყოფილდება შესაბამისი პირობები), განმცხადებელთან გაფორმდება კერძო ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება თანხის მეორე ნაწილის გადახდის ვალდებულება, რომელიც შეადგენს 2200 ლარს, კერძო ხელშეკრულებით გაწერილი იქნება თანამშრომლობის პირობები. დებულების თანახმად, მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა წარმოადგენს სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წინაპირობებს.
5. ვადები და თანამშრომლობა
ვიზიტის თარიღი წინასწარ არ ცხადდება. დებულების 10.3 მუხლით გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის რეგისტრაციიდან ცხრა თვის განმავლობაში და ეცნობება განმცხადებელს. დებულების 9.4 მუხლით არასრული განაცხადის გასასწორებლად განისაზღვრება არაუმეტეს ხუთი კალენდარული დღე. ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და არ სცადოთ შეფასების შედეგზე ან აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენა.
6. მომხმარებლის უფლებები
უფლება გაქვთ გადახდამდე გაეცნოთ ფასსა და პირობებს, მოითხოვოთ შეთანხმებული მომსახურება, იკითხოთ განაცხადის მდგომარეობა, მოითხოვოთ მცდარი მონაცემების გასწორება და წარადგინოთ საჩივარი, გაუქმების ან დაბრუნების მოთხოვნა შესაბამისი პოლიტიკისა და კანონის ფარგლებში. დამადასტურებელი ჩანაწერის ასლისთვის დაგვიკავშირდით. ეს პირობები არ ზღუდავს კანონით სავალდებულო უფლებებს.
7. ვებგვერდით სარგებლობა და მასალები
გამოიყენეთ საიტი კანონიერად; არ გააგზავნოთ ყალბი ან სხვისი სახელით უნებართვო განაცხადები, არ სცადოთ ანგარიშებზე ან დაცულ მონაცემებზე უნებართვო წვდომა და არ შეაფერხოთ მომსახურება. საიტის ტექსტი, ვიზუალური მასალები და GOBY-ის ნიშანი დაცულია შესაბამისი უფლებებით. ნიშნის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მოქმედი სერტიფიცირებისა და შესაბამისი ნებართვის ფარგლებში. გარე ბმულების მომსახურებას მათი მიმწოდებლები მართავენ.
8. გაუქმება, დაბრუნება და მონაცემები
მიწოდების, მომსახურების დაბრუნების, შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების სრული პირობები იხილეთ შესაბამის პოლიტიკაში. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და დაცვა აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. აღნიშნული გვერდები ხელმისაწვდომია განაცხადის შევსებამდე და მის შემდეგ.
9. საჩივრები და მოქმედი სამართალი
პრობლემის შემთხვევაში მოგვწერეთ info@gobythelist.com-ზე ან დაგვირეკეთ +995 595 397 010-ზე. მოგვაწოდეთ მხოლოდ საკითხის გამოსაკვლევად საჭირო ინფორმაცია. ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამართალი; დავა განიხილება კომპეტენტური სასამართლოს მიერ და სავალდებულო უფლებები უცვლელად მოქმედებს. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები ასევე ექვემდებარება დებულების მე-20 მუხლს.
10. პირობების განახლება
ვებგვერდზე ქვეყნდება მოქმედი ტექსტი და განახლების თარიღი. ცვლილება უკვე გადახდილი შეკვეთის შეთანხმებულ ფასს უკუქცევით არ ცვლის. განაცხადთან ინახება მიღებული პირობების ვერსია და თანხმობის დრო; ნიშნის გამოყენებას დამატებითი წერილობითი შეთანხმება დაარეგულირებს დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად.